შპს “ტრანს-ალიანს ფოთი” დაფუძნდა 1998 წლის 17 აპრილს. კომპანიის ძირითადი საქმიანობა ფოთის საზღვაო პორტიდან საქონლის სომხეთში ტრანსპორტირება. გადასაზიდი პროდუქცია ძირითადად საკვები და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა. ამჟამად, კომპანიას 26 სატვირთო ავტომანქანას და 26 ნახევრად-მისაბმელს ფლობს. მომსახურების სფეროს გაზრდის მიზნით, კომპანიამ EU4Business-EBRD- ის საკრედიტო ხაზის სესხი აიღო, რომლითაც 6 ახალი სატვირთო ავტომანქანა და 6 ნახევრად – მისაბმელი შეიძინა. ახალად შეძენილი სატრანსპორტო საშუალებები ევროპული სტანდარტებისაა და სრულად შეესაბამება ენერგოეფექტურობის ნორმებს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოს დაბინძურებას, განსაკუთრებით CO2- ის გამოყოფის საკითხში. პროექტის დანერგვის გადამოწმების პროცედურის წარმატებით გავლის შემდეგ, კომპანიამ მიიღო სესხის მოცულობის 15%-იანი გრანტი ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფარგლებში.