შპს Multitest-ი დაარსდა 2004 წელს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ინსპექტირებისა და სერტიფიცირების კომპანიის TUV-NORD-ის მხარდაჭერით სოფლის მეურნეობისა და კვების სექტორში სხვადასხვა ტესტებისთვის. 2012 წელს ლაბორატორია Multitest-მა მიიღო საერთაშორისო აკრედიტაცია USAID-ის მხარდაჭერით. ამჟამად Multitest-ი არის პირველი და ერთადერთი კერძო ლაბორატორია საქართველოში, რომელიც ფუნქციონირებს საკვების და აგროსექტორის სფეროში და აკრედიტებულია ANAB-ის (ANSI-ASQ National Accreditation Board, USA) მიერ.
ლაბორატორიაში დანერგილია 650-ზე მეტი ანალიტიკური მეთოდი, მათ შორის ტესტები ISO, EN, OIV, AOAC სტანდარტების შესაბამისად და 24 საკუთარი მეთოდი. დღეს შპს Multitest-ი ემსახურება ასობით კომპანიას და ფერმერს, მათ შორის ღვინის, რძის, თხილისა და ხილის პროდუქტების ექსპორტიორებს, ასევე პესტიციდების, სასუქების იმპორტიორებსა და მწარმოებლებს. ლაბორატორიის ეფექტური ფუნქციონირების საფუძველია მისი მაღალკვალიფიციური პერსონალი. 25 თანამშრომელს შორის არის 6 მეცნიერებათა დოქტორი და 7 მაგისტრანტი. ლაბორატორია Multitest-ი არის ISO/IEC 17025:2017/2018 სერტიფიცირებული.
გარემოსდაცვითი შესაბამისობისა და ჯანმრთელობის და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, ასევე ლაბორატორიული მომსახურების ხარისხის ასამაღლებლად, თბილისის საწარმოსთვის კომპანიამ მოახდინა ინვესტირება ახალ აღჭურვილობაში და შენობების განახლებაში. ახალი მოწყობილობა, რომელიც წარმოადგენს EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის ფარგლებში გაცემული სესხით დაფინანსებული მოწყობილობების კომპლექსური ნაკრების ნაწილს, დადებით გავლენას ახდენს უფრო უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნით, მაგრამ, ის ასევე ამცირებს საოპერაციო ხარჯებს მოვლა-შენახვის დაბალი მოთხოვნებისა და ენერგიის დაზოგვის გზით.
ამ პროექტის წარმატებით განხორციელების და ვერიფიკაციის შემდეგ კომპანიამ მიიღო სესხის ღირებულების 15% გრანტის წახალისების სახით, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის EU4Business ინიციატივით.
პროექტის განხორციელებით კომპანია ამჟამად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს, მათ შორის:
სესხის ოდენობა | € 412,934 |
გრანტის თანხა | € 61,940 |
ინვესტიცია | კომპლექსური ლაბორატორიის განახლება და შესაბამისი აღჭურვილობა |
ევროპიული დირექტივები | დირექტივები დიაგნოსტიკური სამედიცინო მოწყობილობების, საშიში ნივთიერებებისა და ელექტრონული მოწყობილობების შესახებ, აკრედიტაციისა და შესაბამისობის შეფასების სტანდარტები |