თბილისის ცენტრში, ახლად აშენებული, თანამედროვე დიზაინის მქონე IBIS Hotel Tbilisi-ი უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს. სასტუმროს მშენებლობა ევროკავშირის ენერგოეფექტურობის სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიების დაცვით მიმდინარეობდა.
გარდა მშენებლობისა, ინვესტიციები განხორციელდა სასტუმროს ნომრებისა და სამზარეულოს აღჭურვილობაშიც.
ინვესტიცია განხორციელებული იქნა EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის მეშვეობით პროექტის ფარგლებში კომპანიამ მიიღო უფასო ტექნიკური დახმარება რომელიც გაწეული იქნა საერთაშორისო ექსპერტთა გუნდის მიერ. ასევე, პროექტის ვერიფიცირების პროცესის წარმატებით გავლის შემდეგ, კომპანიამ გრანტის სახით უკან დაიბრუნა სესხის 15%, რომელიც დაფინანსებული იქნა ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფარგლებში.
ევროკავშირის დირექტივებთან თანხვედრა:
სესხი: | € 3 მილიონი |
გრანტი | € 450,000 (15%) |
დირექტივები: | სასტუმროს მართვა, სახიფათო ნარჩენების მართვა, ენერგო-ექფექტურობა |
ინვესტიცია: | სასტუმროს შენობა და ტექნიკური აღჭურვილობა |
ენერგო ეფექტურობა | 1,436 MWh/წ279 tCO2/წ |