EU4Business-EBRDის საკრედიტო ხაზის მეშვეობით შპს “GCG”-იმ შეძლო ინვესტიცია განეხორციელებინა ახალი ასფალტის ქარხნის შეძენასა და დამონტაჟებაში, ელექტრო მოწყობილობების განახლებასა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის დამონტაჟებაში. ასევე პროექტის ფარგლებში აღებული სესხისა და ტექნიკური დახმარების შედეგად კომპანიამ გააუმჯობესა შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სტანდარტები. კერძოდ, კომპანიამ შეიძინა დაცვის ინდივიდუალური საშუალებები ქარხნის ოპერატორებისათვის, ჩაატარა შესაბამისი სწავლება და ტესტირება თანამშრომლებისათვის. ასევე ჩატარდა რისკის შეფასება და მოხდა ადგილის ინსპექტირება ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის ინსტალაციის უზრუნველსაყოფად. განხორციელებული ინვესტიციის შედეგად კომპანიამ შეამცირა სამუშაო ადგილზე საფრთხე და ჰაერის დაბინძურება, ხოლო ამავდროულად აამაღლა წარმოებული პროდუქტის ხარისხი. დღეს შპს “GCG” ერთ-ერთი ასფალტის მწარმოებელი ქარხანაა ევროპაში, რომელიც მოწყობილია გარემისდაცვითი ნორმებისა და სატანდარტების გათვალისწინებით.
განხორციელებული ინვესტიციები:
ინვესტიციების მოცულობა: