მწვანე ეკონიმიკაზე გადასვლა

მწვანე ეკონომიკაში ინვესტირება და ბიზნესის განვითარება ერთია.

EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზი მხარს უჭერს ინვესტიციებს მწვანე ეკონომიკაში

ჩვენი მიზანია: EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის ფარგლებში განხორციელებული ინვესტიციის 70% შეესაბამებოდეს EBRD– ის მწვანე ეკონომიკის მისწრაფებებს.

მწვანე ინვესტიციები მოიცავს:

    • ენერგოეფექტურობას
    • განახლებადი ენერგია
    • დამაბინძურებლებისა და ნარჩენების მინიმიზაციას
    • წყლისა და ნედლეულის დაზოგვას

თუ გსურთ თქვენი ინვესტიცია იყოს მაქსიმალურად მწვანე, სესხის განაცხადის შევსებისას დაეკონტაქტეთ ჩვენი პროექტის კონსულტანტს. ჩვენ რეგულარულად ვითვლით GET მონაცემებს და ვასაჯაროვებთ მათ.

მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა (GET) EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის მეშვეობით მიღწეული შედეგები

  • ენერგიის დაზოგვა: 1,303,961 GJ
  • CO2 შემცირება: 45,887 tonnes
  • წყლის დაზოგვა: 681,700 m³
  • მასალის დაზოგვა 2,296 ტონა

EBRD-ის მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პოლიტიკა (GET) ხელს უწყობს განვითარებად ქვეყნებს აწარმოონ ბიზნესი გარემოზე მინიმალური ნეგატიური ზემოქმედებით, ასეთი მიდგომა თავის მხრივ ხელს უწყობს მდგრადი ეკონომიკის განვითარებას.

ET ანუ „მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პოლიტიკა“ EBRD-ის მრავალ წლიანი ინიციატივაა, რომელიც ეფუძნება ინვესტიციებს ენერგოეფექტურობის გაზრდის სფეროში. ამგვარი ინვესტიციები ემსახურება არა მხოლოდ გარემოს დაცვას, არამედ ამცირებს საოპერაციო ხარჯებს, განსაკუთრებთ ენერგიის მოხმარების კუთხით. აქ დაზოგილი თანხა შეიძლება გამოყენებული იქნეს ინოვაციებში, კვლევებსა და საექსპორტო პოტენციალის ამაღლებაში.

GET ინვესტიციები მომგებიანობის გაზრდის და სამუშაო ადგილების შექმნის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისების დროს.

2020 წელს EBRD-ის მთლიანი ინვესტიცია მწვანე ეკონომიკაზე გადასვლაში:
6.5 მილიარდი ევრო

EBRD-ის ინვესტიციების შედეგად მოსალოდნელი CO2-ის გამონაბოლქვის შემცირება:
10.7 მილიონი კ/ტონა

EBRD-ის მიერ დაფინანსებული გამომუშავებული განახლებადი ენერგია:
26 მეგავატი

Cookie Consent with Real Cookie Banner