პირველი ქართული ყავის ბრენდი შპს მეამა დაფუძნდა 2016 წელს. კომპანიის მიზანია, შესთავაზოს მომხმარებელს ყავის კაფსულებში შეფუთული მაღალი ხარისხის ყავა, დამუშავებული საქართველოში თანამედროვე დანადგარებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით. კომპანია გეგმავს, მოამარაგოს ქართული ბაზარი და გაიტანოს თავის პროდუქცია აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინასა და ყაზახეთში.
იმისათვის, რომ მიეღწია დასახული მიზნისთვის – გამხდარიყო ამ კლასის ყავის კაფსულების წარმოებაში საუკეთესო, კომპანიამ გადაწყვიტა, განეხორციელებინა ინვესტიცია თანამედროვე შენობასა და კაფსულის ყავის დასამუშავებელ ~მაღალტექნოლოგიურ საწარმოო დანადგარებში.
ინვესტიცია განხორციელდა EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის სესხის დახმარებით. გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა კომპანიას უფასო ტექნიკური დახმარება გაუწია ინვესტიციისა და საწარმოო პროცესის ოპტიმიზაციის მიმართულებით.
პროექტის ვერიფიკაციის პროცესის წარმატებული დასრულების შემდეგ, შპს „მეამა“-მ დაიბრუნა სასესხო თანხის 15% გრანტის სახით, რომელიც დაფინანსდა ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფარგლებში.
ამ ინვესტიციის შედეგად, ამჟამად კომპანია აკმაყოფილებს ევროპული სტანდარტების ფართო სპექტრს, მათ შორის:
სესხის ოდენობა | € 2,940,506.26 |
გრანტის თანხა: | € 441,075.94 |
ინვესტიცია | თანამედროვე საწარმოო შენობა და ყავის |
ევროკავშირის დირექტივებთან თანხვედრა | რეგულაცია სურსათის უვნებლობისა და გარემოსდაცვითი მდგრადობის შესახებ |
პირველადი ენერგო დანაზოგი(GHG) შემცირებაენერგიის დაზოგვის კოეფიციენტი | 34 MWh/წ3 t CO2/წ35.2% |