შპს „ფუდ ალიანსი“ გაყინული საცხობი პროდუქტებისა და საკონდიტრო ნაწარმის მწარმოებელია, რომელთა რეალიზაციაც არეალი მთელ საქართველოს მოიცავს. გაყინული პროდუქციის ბაზარს უზარმაზარი პოტენციალი აქვს, HoReCa- ს სექტორსა და სუპერმარკეტების ქსელებში ფართო გამოყენების გამო.
„ფუდ ალიანსმა“ კარგად დაინახა ეს მოთხოვნა და მიზნად დაისახა მაღალი ხარისხის გაყინული საკონდიტრო-პურპროდუქტების წარმოების შექმნა თანამედროვე CE სერთიფიცირებული აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების გამოყენებით.
საინვესტიციო პროექტი დაფინანსებული იქნა EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის მეშვეობით. სესხის გარდა, საერთაშორისო ექსპერტთა გუნდისგან კომპანიას გაეწია უფასო ტექნიკური დახმარება დანადგარებში ინვესტიციების ოპტიმიზაციის მიზნით. პროექტის შემოწმების წარმატებით გავლის შემდეგ შემდეგ, კომპანიას გრანტის სახით სესხის თანხის 15% დაუბრუნდა.
ევროკავშირის დირექტივებთან თანხვედრა:
სესხი: | € 306,429 |
გრანტი: | € 45,964 |
ევროკავშირის დირექტივებთანთანხვედრა: | რეგულაციები საკვების უვნებლობის შესახებ |
ინვესტიცია: | შენობა-ნაგეგობა, საწარმოო ხაზი |
ენერგო-ეფექტურობა: | 330.57 MWh/წ |