შპს “Avaza” ახლად ჩამოყალიბებული კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა დანიშნულების მქონე ქაღალდის პროდუქციას აწარმოებს: ჰიგიენური, შესაფუთი ქაღალდი, მუყაო და სხვა. კომპანიამ აიღო EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის სესხი და განხორციელ ინვესტიცია ავტომატიზირებული საწარმოო ხაზის შეძენა-დამონტაჟებაში, საწარმოო შენობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის სარემონტო სამუშაოებში. გახორცილებულმა ინვესტიციებმა შესაძლებელი გახადა პროდუქციის წარმოების გაზრდა და შრომის უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესება. პროექტის დამატებითი თანმხლები ეფექტი გარემოს დაბინძურების მნიშვნელოვანი შემცირებაა. ახალი საწარმოო ხაზი ევროპულ რეგულაციებს შეესაბამება და სრულად ოპტიმიზირებულია ენერგოეფექტურობის სტანდარტებთან. უფრო მეტიც, გამოყენებულ ქაღალდის ხელმეორედ გადამუშავების საშუალებას იძლევა, რითაც მცირდება საწარმოო ნარჩენების რაოდენობა ნაგავსაყრელებში. პროექტის დანერგვის გადამოწმების პროცედურის წარმატებით გავლის შემდეგ, კომპანიამ მიიღო სესხის მოცულობის 15%-იანი გრანტი ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფარგლებში.
წევრ სახელმწიფოებს შორის ბაზარზე ელექტრო დანადგარების დაშვების შესახებ, რომლებიც ძაბვის განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში მუშაობენ.