ფინანსურ ინსტიტუტებს გადამწყვეტი როლი აქვთ თანამედროვე, კონკურენტუნარიან ეკონომიკაზე გადასვლის სტიმულირებაში.
მიუხედავად ადგილობრივი ბანკების შესაძლებლობისა, დააფინანსონ მოდერნიზაციისათვის საჭირო ინვესტიციები, გარკვეული შეზღუდვები მაინც არსებობს: ტექნიკური (ეროვნული მარეგულირებელი კანონმდებლობა, ადგილობრივი ექსპერტიზის არადამაკმაყოფილებელი დონე) და ფინანსური (მცირე ბიზნესის მაღალი რისკები, კაპიტალის შეზღუდული მოცულობა, ბანკების მომზადების დაბალი დონე) ბარიერების სახით.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) აღნიშნულ გამოწვევევებს ზემოთ აღნიშნული ინვესტიციების დაფინანსებისათვის საჭირო ფონდების გაზრდით ეხმარება.
პროცესში ჩართულია ევროკავშირიც, რომელიც უზრუნველყოფს კონსულტანტების გამოცდილი ჯგუფების ფორმირებას და წამახალისებელ ფულად გრანტებს ინვესტიციების ათვისების გაადვილებისათვის.
თანამედროვე ტექნოლოგიებში ინვესტირება ზდის კომპანიების კონკურენტუნარიანობას, რაც ბანკების მხრიდან, მათი, როგორც უფრო დაბალი რისკის მატარებლების აღქმის შესაძლებლობას ზრდის.
წარმოების ევროკავშირის დირექტივებთან თანხვედრაში ინვესტირება ზრდის საზღვრებს გარეთ პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობებს.
ახალ ბაზრებზე გასვლით შესაძლებელია დამატებითი შემოსავლების სწრაფი გენერირება. ინვესტიციების შედეგად მიღწეული, ხარისხის გაუმჯობესებული სტანდარტები, ადგილობრივ ბაზარზეც დამატებით შემოსავლებს იძლევა.
და ბოლოს, ინვესტიციების მინიმუმ 90% დამატებით სარგებელს იძლევა წარმოებისთვის საჭირო ენერგიის მოხმარების შემცირებით. ეს დანაზოგები ზრდის იმ კომპანიების მომგებიანობას, რომლებიც ინვესტიციებს ახორციელებენ.
ევროკავშირის მიერ გამოყოფილი სუბსიდიები ექსპერტების ჯგუფის მიერ გაწეული უფასო ტექნიკური დახმარებაა, რომელიც წარმოების ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანას უზრუნველყოფს.
ექსპერტებს შეუძლიათ რეკომენდაციები გაუწიონ ინვესტორებს მათი წარმოებისთვის ყველაზე შესაფერისი აპარატურის არჩევაში, გააცნონ დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობები, ასევე ISO და სხვა სახის სერტიფიცირების დანერგვის პროცესები, რაც ხელს გააადვილებს ინვესტორის ბიზნესის და წარმოების პროცესების ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოებას.