საქართველოს ბანკი“ ქვეყნის წამყვანი ბანკია მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 33.5%), მთლიანი სესხებისა (საბაზრო წილი 32.1%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 31.8%) მიხედვით (2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე). „საქართველოს ბანკი“ მის კლიენტებს სთავაზობს კორპორაციული და საცალო საბანკო,
ინვესტიციების მართვის, ასევე ქონებისა და სიცოცხლის დაზღვევის მომსახურების ფართო სპექტრს. 2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, „საქართველოს ბანკი“ ემსახურებოდა დაახლოებით 2 მილიონი კლიენტის ანგარიშს 273 სერვისცენტრის, 763 ბანკომატისა და 2,681 გადახდის აპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: პარტნიორი ბანკები
ბაზისბანკი მეექვსე ადგილს იკავებს საბანკო სექტორში მთლიანი აქტივებით. სათაო ოფისით თბილისში, ბაზისბანკი წარდგენილია ყველა ეკონომიკურადაქტიურრეგიონში 22 ფილიალით. ბანკის ძირითადი აქხიონერი არის ჰუალინგ ჯგუფი, ჩინური კონგლომერატი რომელიც აქტიურად მართავსლოჯისტიკას, მშენებლობას, სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორს საქართველოში. 25 წელიწადზე მეტი ისტორიით, ბაზისბანკი თავაზობს ხარისხიან პროდუქტებს და მომსახურებასმის მომხმარებლებს.
ბაზისბანკმა ბოლო რამოდენიმე წელიწადის განმავლობაში დააფიქსირა რეკორდული ზრდის მაჩვენებელი რომელიც აქციონერის ჰუალინგ ჯგუფის და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების საუკეთესო კლასის ორგანიზაციების მხარდაჭერამ განაპირობა.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვეგვერდს www.basisbank.ge და გამოგვყევით ფეისბუქის გვერდზე @Basisbank.
პროკრედიტ ბანკი საქართველო საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. ჯგუფის დამფუძნებელია პროკრედიტ ჰოლდინგი. საბანკო სექტორში მრავალწლიანი საქმიანობის განმავლობაში ჯგუფმა განვითარების სხვადასხვა ეტაპები გაიარა, რასაც თან სდევდა გარკვეული სტრატეგიული ცვლილებები. განვითარების ყველა ეტაპზე ჯგუფის მიზნობრივ სეგმენტად ყოველთვის რჩებოდა ბიზნეს სექტორი. თანამედროვე, მაღალ დონეზე ინტეგრირებული საბანკო ჯგუფი, რომელიც წარმატებით დამკვიდრდა აღმოსავლეთ ევროპის საბანკო სექტორში, როგორც რეგიონის მცირე და საშუალო ბიზნესების პარტნიორი ბანკი, ფრანქფურტის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგშია, რაც გულისხმობს მის ფინანსურ თუ რეპუტაციულ სიძლიერეს საერთაშორისო დონეზე. საერთაშორისო ჯგუფის წევრობა, პროკრედიტის მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ საუკეთესო პირობებით ყველაზე მოთხოვნად საბანკო მომსახურებებზე. პროკრედიტ ბანკი საქართველო ქართულ საბანკო სექტორში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკის საქმიანობის ძირითადი მიზანი იმ მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებაა, რომლებსაც განვითარების გრძელვადიანი გეგმა აქვთ. ბიზნეს დაკრედიტების პარალელურად პროკრედიტ ბანკი მოსახლეობაში დაზოგვის კულტურის განვითარებას უწყობს ხელს. ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ–ერთ მნიშვნელოვან ნაწილს, ასევე გარემოზე ზრუნვა წარმოადგენს. ამისათვის ბანკში დანერგილია გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემა, ეკო პროდუქტები და შედეგად, პროკრედიტი პირველი ბანკია საქართველოში, რომელმაც ISO 14001 სერტიფიკატი მოიპოვა. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო FITCH RATINGS-ის მიერ პროკრედიტ ბანკს მინიჭებული აქვს “BB” რეიტინგი, რაც ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია საქართველოში და ერთი საფეხურით მაღალია ქვეყნის სუვერენულ რეიტინგზე. აღნიშნული რეიტინგი ბანკის აქტივების ისტორიულად საუკეთესო ხარისხზე, ძლიერ კორპორაციულ მართვასა და კარგ რისკ მენეჯმენტზე მიუთითებს
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: www.procreditbank.ge
სს თიბისი ბანკი არის წამყვანი ქართული ბანკი 36.7%-იანი ბაზრის წილით (ჯამური აქტივების მიხედვით), 38.9% (სასხესო პორტფელის მიხედვით) და 37.8% (კლიენტების დეპოზიტების მიხედვით). საბანკო ბიზნესი წარმოდგენილია: რითეილ ბანკინგის, კორპორაციული ბანკინგის, MSME ბანკინგის, საინვესტიციო და სადაზღვევო მიმართულებების სახით. 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, დაახლოებით 2.2 მილიონმა კლიენტმა მიიღო მომსახურება უმსხვილესი სადისტრიბუციო არხების საშუალებით, როგორებიც არის: 167 ფილიალი, 531 ბანკომატი, 2500 სწრაფი გადახდის ტერმინალი, სხვადასხვა დისტანციური არხები და თანამედროვე ქოლცენტრი.
თიბისი ბანკი – გახდა „წლის საუკეთესო ბანკი“ 13-ჯერ 15 წლის განმავლობაში (ჯილდოების საერთო რაოდენობა 26).
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: www.tbcbank.com.ge
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედო ბანკს სჯერა, რომ თანამშრომლებს შორის დამყარებული ყოველდღიური ურთიერთობა და ჯანსაღი სამუშაო გარემო ეხმარება სწორი, ფუნქციური გადაწყვეტილებების მიღებაში და უქმნის იმ სახეს, რომელიც ყველაზე სწორი და რეალურია არსებულ სიტუაციაში. მსგავსი გარემოს შექმნა შეუძლებელია კრედო ბანკში დანერგილი ძირითადი ფასეულობების გარეშე
სს თიბისი ლიზინგი დაარსდა 2003 წელს და დღეის მდგომარეობით, 3,000-მდე კლიენტს ემსახურება. კომპანიის საბაზრო წილი 82%-ს შეადგენს და მისი მართვის ქვეშ 400 მილიონამდე ლარის მოცულობის პორტფელია. თიბისი ლიზინგში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი. კომპანიის გუნდის მუშაობა, სისწრაფე და მოქნილობა მიმზიდველს ხდის პროდუქტებსა და სერვისს როგორც დამწყები და მზარდი, ასევე შემდგარი მსხვილი კომპანიებისთვის.
ჩვენ ვაფინანსებთ კომპანიებს შემდეგი სფეროებიდან: მედიცინა, მშენებლობა, დეველოპმენტი, სერვისი, გზის მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, წარმოება, ვაჭრობა, HoReCa, მრეწველობა, განახლებადი ენერგიები, ტექნოლოგიები, მედია და ტელეკომუნიკაცია, პოლიგრაფია.