კომპლექსური მიდგომა

მნიშვნელოვანი ფაქტები:

კომპლექსური მიდგომა

    • 3 მილიონ ევრომდე სესხი/სესხები.
    • საინვესტიციო პროექტები უნდა აკმაყოფილებდეს ერთ ან მეტ ევროდირექტივას გარემოს დაცვის, ენერგო ეფექტურობის, შრომის უსაფრთხოების ან/და პროდუქტის ხარისხის სფეროდან.
    • საინცესტიცი პროექტები უნდა ემსახურებოდეს კონკურენტუნარიანობის გაზრდას შიდა ან/და გარე ბაზრებზე.
    • ვერფიკაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში კომპლექსური მიდგომის ქვეშ აღებული სესხი/სესხები ითვალისწინებს 15%-მდე ქეშ-ბექს.

კომპლექსური მიდგომის ქვეშ გასაცემი სესხები გათვლილია ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისთვის. (წარმოება, საკვების წარმოება, ასევე სერვის ინდუსტრიებიც)

    • გაუწიეთ უფრო ეფექტური კონკურენცია ტექნოლოგიურად განვითარებულ კომპანიებს.
    • დააკმაყოფილეთ ევრო სტანდარტები
    • აამაღლეთ შრომის უსაფრთხოების და თანამშრომელთა ჯანმრთელობის (დაცვის) ნორმები თქვენს საწარმოში.
    • დანერგეთ ენერგოეფექტური და ნაკლებად გარემოს დამაბინძურებელი საწარმოო მიდგომები.

განხორციელებული საინვესტიციო პროექტების მაგალითები

    • ახალი დანადგარები, საწარმოო ტექნიკა, საწარმოო ხაზები
    • პროდუქტის შესაფუთი დანადგარები
    • ახალი ბოილერები, გაგრილების სისტემები, გასათბობი ტუმბოები
    • ავტომატიზაციის და კონტროლის სისტემები.
    • საწარმოო დანიშნულების შენობის სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები
    • საწარმოო ხაზების და შენობების ინტეგრირებული სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები
    • სასაწყობე ნაგებობების, ცივი ოთახების და ასევე შიდა სატრანსპორტო საშუალებების სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები
    • მარცვლეულის შესანახი სისტემები, წისქვილები, ცხოველთა გამოსაკვები მცენარეები
    • მიწის ამოსაღები და გადასატვირთი მძიმე ტექნიკა
    • ასპირაციული და მტვრის შესამცირებელი სისტემები
    • ნარჩენი წყლების გამწმენდი დანადგარები
    • ჰაერის ემისიის შემამცირებელი დანადგარები
    • საინვესტიციო პროექტები რომელიც მიზნად ისახავს ენერგიის მოხმარების შემცირებას:
      • ახალი თაობის დანადგარები
      • ენერგოეფექტური საქმიანობა ურბანულ სატრანსპორტო პროექტებში.
      • აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურის წარმოება, რომელიც ხელს უწყობს ენერგოეფექტურობის გაზრდას და/ან სასათბურე გაზების შემცირებას
    • განახლებადი ენერგიის ინვესტიციები (მზის PV, ქარის, ჰიდროენერგეტიკა, ბიოგაზი)
    • საინვესტიციო პროექტები რომელიც ხელს უწყობს ნარჩენების გადამუშავებას, ნედლეულის დაზოგვის და ნიადაგის ეროზიის შემცირებას.

მაგალითი ჩვენი საინვესტიციო პორტფოლიოდან

მსოფლიოს მკვეთრმა ფოკუსირებამ გარემოს დაცვის მოთხოვნების ნორმების გამკაცრებაზე, ევროპელი დამკვეთების ყურადღება იმ მწარმოებლებზე გადაიტანა, რომლებიც წარმოების მწვანე სტანდარტებს იცავენ. პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნისა და ევროპის ბაზრის ნორმების დაკმაყოფილებისათვის, კომპანიამ „კავკას მეტალი“ განახორციელა ინვესტიციები საწარმოს წარმადობის გაზრდასა და მწვანე ტექნოლოგიების დანერგვაში. გარდა წარმოების გაზრდილი მოცულობისა და მომუშავე პერსონალის ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებისა, კომპანიამ ასევე შეამცირა ჰაერში CO2-ის ემისიების მოცულობა წელიწადში 80 ტონით. ენერგიის მოხმარების შემცირებამ კი კომპანიის კონკურენტუანრიანობა აამაღლა. პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, კომპანიამ გრანტის სახით უკან დაიბრუნა სესხის 15%, რომელიც დაფინანსებული იქნა ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფარგლებში.
მაგალითი

განცხადების შევსების პროცედურა

Bild2

გადმოტვირთეთ და შეავსეთ განცხადების ფორმა - „კომპლექსური პროექტები“. თქვენს მიერ შევსებული ფორმა გადამოწმებულ იქნება პროექტის კონსულტანტის მიერ.

Bild5

პარტნიორი ბანკი ადასტურებს განმცხადებლის კრედიტუნარიანობას ამგვარი სესხისათვის რის შემდეგაც მოაწერება ხელი „ჩართულობის წერილს“

Bild4

განმცხადებელის და პროექტის კონსულტანტის მიერ მზადდება საინვესტიციო გეგმა

Bild9

განმცხადებელი და პარტნიორი ბანკი ხელს აწერენ სესხის ხელშეკრულებას

Bild6

განმცხადებელი ახორციელებს საინვესტიციო პროექტს

Bild7

დაამოწმე პროექტი ვერიფიკაციის კონსულტანტების მიერ

Bild8

მიიღე 15%-იანი გრანტი, დაფინანსებული EU4Business ინიციატივის ფარგლებში.

წინასწარი დამტკიცების პერიოდი – 5 სამუშაო დღე

საბოლოო დამტკიცების პერიოდი – 30 სამუშაო დღემდე

დასაშვებობის კრიტერიუმები

საინვესტიციო პროექტთან მიმართებაში დასაშვებობის კრიტერიუმები

კომპანიასთან მიმართებაში დასაშვებობის ნორმების მოთხოვნები

    • საინვესტიციო პროექტი რომელიც აკმაყოფილებს ერთ ან მეტ ევროკავშირის პრიორიტეტულ დირექტივას გარემოს დაცვის, შრომის უსაფრთხოების ან პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესების სფეროში
    • ან საინვესტიციო პროექტი რომელიც აკმაყოფილებს არაპრიორიტეტულ ევროკავშირის დირექტივას მაგრამ არის დამოწმებული პროექტის კონსულტანტის მიერ.
    • საინვესტიციო პროექტი რომელიც არ მონაწილეობს ევროკავშირის ან სხვა დონორ ორგანიზაციის საგრანტო ან სუბსიდირების პროგრამაში.
    • პროექტის ფარგლებში აღებული სესხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3 მილიონ ევროს. (კომპლექსური პროექტი)
    • სესხის თანხა არ უნდა აღემატებოდეს საინცესტიციო პროექტის ღირებულებას (დღგ-ს გარეშე)
    • პროექტის სრულად განხორციელების და ვერფიკაციის პროცესის, რომელიც დამოწმებულია  პროექტის კონლულტანტის მიერ, წარმატებით გავლის შემდეგ, კომპანია უფლებამოსილია გრანტის სახით უკან დაიბრუნოს სესხის თანხის 15%მდე.
    •   ევროკავშირის განმარტება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის კრიტერიუმების შესახებ: თანამშრომლების რაოდენობა არ აღემატება 250 ადამიანს, წლიური ბრუნვა 50 მილიონ ევროზე ნაკლებია ან წლიური ბალანსი 43 მილიონ ევროზე ნაკლებია. 
    • ოპერირების სექტორი უნდა იყოს ექსპორტზე ორიენტირებული
    • ბიზნესი უნდა იყოს რეგისტრირებული და ოპერირებდეს საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი კანონმდებლობის დაცვით.
    • ბიზნესის მინიმუმ 51% უნდა იყოს კერძო საკუთრებაში.
    • განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდეს პარტნიორი ფინანსური ორგანიზაციის საკრედიტო კრიტერიუმებს.
    • კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს EBRD-ის გარემოსდაცვისა და სოციალურ პოლიტიკას. (https://www.ebrd.com/news/publications/policies/environmental-and-social-policy-esp.html)

არა დაფინანსებადი სექტორები/საქმიანობა

დამატებითი დეტალებისთვის იხილეთ ბმული ვის შეუძლია შეავსოს განაცხადი

Cookie Consent with Real Cookie Banner