გამარტივებული მიდგომა

მნიშვნელოვანი ფაქტები:

გამარტივებული მიდგომა სანიტარული, ფიტო-სანიტარული და სურსათის უვნებლობაზე გათვალისწინებული საინვესტიციო პროექტებისთვის

გამარტივებული მიდგომა სპეციალურად შეიქმნა სანიტარული, ფიტო-სანიტარული და სურსათის უვნებლობის  სატანდარტის ევროკავშირის სტანდარტებთან მისაახლოვებლად რომელიც გაწერილია DCFTA/AA ხელშეკრულებებში. ამგვარი მიდგომით აღებული სესხის კაპიტალი 300,000 ევრომდეა და ითვალისწინებს 15% ქეშ-ბექს.

განხორციელებული საინვესტიციო პროექტების მაგალითები

  • წარმოებისა და შესანახი შენობების განახლება
  • მოსავლის შესანახი შენობები
  • მალფუჭებადი პროდუქტების შესანახი სამაცივრე დანადგარები
  • შეფუთვისა და მარკირების მოწყობილობები
  • პროცესის კონტროლის ავტომატური სისტემები
  • ლაბორატორიები
  • პროდუქტის ან/და HACCP სისტემის სერტიფიცირების დანერგვის ხარჯები

მაგალითი ჩვენი საინვესტიციო პორტფოლიოდან

ჰერბია ბოსტნეულისა და მწვანილეულის მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომელმაც ინვესტირება მოახდინა ახალი სათბურების აშენებასა და იმ საწარმოო დანადგარების შეძენაში, რომლებიც ევროკავშირის სურსათის უვნებლობის რეგულაციებთანაა თანხვედრაში. ასევე, გაუმჯობესებული იქნა მომუშავე პერსონალის ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების პირობები. ინვესტიცია დაფინანსებული იქნა ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფარგლებში. პროექტის ვერიფიკაციის პროცესის წარმატებით გავლის შემდეგ, კომპანიამ გრანტის სახით უკან დაიბრუნა სესხის 15%.
ჩაიხედეთ და გადაამოწმეთ

განცხადების შევსების პროცედურა

Bild2

გადმოტვირთეთ და შეავსეთ განცხადის ფორმა. თქვენს მიერ შევსებული ფორმა გადამოწმებულ იქნება პროექტის კონსულტანტის მიერ.

Bild3

მოამზადეთ შესაბამისობის გეგმა. შესაძლებელია უფასო საკონსულტაციო დახმარება!

Bild5

პარტნიორი ბანკი ადასტურებს განმცხადებლის კრედიტუნარიანობას ამგვარი სესხისათვის რის შემდეგაც მოეწერება ხელი „ჩართულობის წერილს“

Bild4

წარმოადგინეთ სესხის განაცხადი და საინვესტიციო გეგმა (IP). შესაძლებელია უფასო საკონსულტაციო დახმარება!

Bild9

ყველა მხარესთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში მოაწერეთ ხელი სესხის ხელშეკრულებას.

Bild6

განმცხადებელი ახორციელებს და ასრულებს საინვესტიციო პროექტს

Bild7

დაამოწმე პროექტი ვერიფიკაციის კონსულტანტების მიერ

Bild8

მიიღე 15%-იანი გრანტი, დაფინანსებული EU4Business ინიციატივის ფარგლებში.

გრანტი 15%

წინასწარი დამტკიცების პერიოდი – 5 სამუშაო დღე

საბოლოო დამტკიცების პერიოდი – 30 სამუშაო დღემდე

დასაშვებობის კრიტერიუმები

საინვესტიციო პროექტთან მიმართებაში დასაშვებობის კრიტერიუმები

კომპანიასთან მიმართებაში დასაშვებობის ნორმების მოთხოვნები

    •  საინვესტიციო პროექტი რომელიც აკმაყოფილებს ერთ ან მეტ ევროკავშირის პრიორიტეტულ დირექტივას გარემოს დაცვის, შრომის უსაფრთხოების ან პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესების სფეროში
    • ან საინვესტიციო პროექტი რომელიც აკმაყოფილებს არაპრიორიტეტულ ევროკავშირის დირექტივას, მაგრამ არის დამოწმებული პროექტის კონსულტანტის მიერ.
    • საინვესტიციო პროექტი რომელიც არ მონაწილეობს ევროკავშირის ან სხვა დონორ ორგანიზაციის საგრანტო ან სუბსიდირების პროგრამაში.
    • კომპანია ვალდებულია პროექტის კონსულტანტის დახმარებით მოამზადოს პროექტის საინვესტიციო გეგმა
    • პროექტის ფარგლებში აღებული სესხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3 მილიონ ევროს. (SPS პროექტი)
    • სესხის თანხა არ უნდა აღემატებოდეს საინცესტიციო პროექტის ღირებულებას (დღგ-ს გარეშე)
    • პროექტის სრულად განხორციელების და ვერფიკაციის პროცესის, რომელიც დამოწმებულია  პროექტის კონლულტანტის მიერ, წარმატებით გავლის შემდეგ, კომპანია უფლებამოსილია გრანტის სახით უკან დაიბრუნოს სესხის თანხის 15%მდე.
    • ევროკავშირის განმარტება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის კრიტერიუმების შესახებ: თანამშრომლების რაოდენობა არ აღემატება 250 ადამიანს, წლიური ბრუნვა 50 მილიონ ევროზე ნაკლებია ან წლიური ბალანსი 43 მილიონ ევროზე ნაკლებია. (http://ec.europa.eu/growth/smes/business-friendly-environment/sme-definition_en and http://ec.europa.eu/DocsRoom/documents/15582/attachments/1/translations)
    • ოპერირების სექტორი უნდა იყოს ექსპორტზე ორიენტირებული
    • ბიზნესი უნდა იყოს რეგისტრირებული და ოპერირებდეს საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი კანონმდებლობის დაცვით.
    • ბიზნესის მინიმუმ 51% უნდა იყოს კერძო საკუთრებაში.
    • განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდეს პარტნიორი ფინანსური ორგანიზაციის საკრედიტო კრიტერიუმებს.
    • კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს EBRD-ის გარემოსდაცვისა და სოციალურ პოლიტიკას. (https://www.ebrd.com/news/publications/policies/environmental-and-social-policy-esp.html
Cookie Consent with Real Cookie Banner