ქ. ზუგდიდში მდებარე კომპანია SRT 2012 წლიდან – თხილის მწარმოებელი და ექსპორტიორია. პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, კომპანიამ თხილის ლაზერული დახარისხების დანადგარები შეიძინა და დაამონტაჟა. განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, შპს SRT –იმ წარმატებით გაიარა HACCP და ISO02200:2005 სერტიფიცირების პროცესები და ამჟამად მათ მიერ წარმოებული პროდუქცია ევროსტანდარტებს აკმაყოფილებს. პროდუქტის ხარისხის ამაღლებას შედეგად მოყვა საექსპორტო ბაზრის გაფართოება და პროდუქციის გასაყიდი ფასის მატება. ინვესტიცია განხორციელებული იქნა EU4Business- ის EBRD საკრედიტო ხაზის სანიტარული და ფიტოსანიტარული კომპონენტის ფარგლებში გამოყოფილი თანხით და პროექტის წარმატებით დანერგვის შემდეგ, კომპანიას გადაეცა კრედიტით მიღებული თანხის 15% გრანტის სახით 45 000 ევროს მოცულობით.
განხორციელებული ინვესტიციები:
ინვესტიციის მოცულობა: