დასავლეთ საქართველო ს მაღალმთიან რეგიონში მდებარე შპს “Geo Flower” 2007 წლიდან ხილის ჩირს და სამკურნალო მცენარეებს აწარმოებს , რომელიც გამოიყენება სხვადსახვვა არომატული ჩაის საწარმოებლად ევროპის ქვეყნებში . პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით , კომპანიამ ინვესტიცია განახორციელა ხილისა და მცენარეების საშრობი დანადგარის ასევე , სარეცხი , საჭრელი , ქაფით სარეცხი და ფოთლების დასამუშავებელი აპარატურის შესყიდვასა და მონტაჟში ; გარდა ამისა , კომპანიამ ააშენა ახალი საწარმოო ნაგებობა , სასწავლო ცენტრი და ნედლეულის საწყობი . განხორციელებულმა პროექტმა კომპანიას საშუალება მისცა დაენერგა ბიოპროდუქციის მწარმოებლის Caucas c ertis, ISO 22000:2005 და HACCP – ის სტნდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნები . დღეისათვის კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია სრულ შესაბამისობაშია ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან . პროდუქციის გაუმჯობესებულმა ხარისხმა შესაძლებელი გახადა პროდუქციის გასაყიდი ფასის ამაღლება და საერთაშორისო კლიენტების ბაზის გაფართოება . ინვესტიცია განხორციელდა EU4Business – EBRD – ის საკრედიტო ხაზის სესხით . პროექტის წარმატებით დანერგვის შემდეგ კომპანიას გრანტის სახით უკან დაუბრუნდა კრედიტით მიღებული თანხის 15% – 19 335 ევრო.
ინვესტიციის მოცულობა :
ინვესტიციის მოცულობა :