შპს კავკას მეტალი დაარსდა 2009 წელს თბილისში, საქართველოში. კომპანია ახორციელებს მრავალფეროვან საქმიანობას ლითონის სექტორში, მათ შორის, ლითონის იმპორტს საქართველოს სამშენებლო კომპანიებზე შემდგომი გაყიდვისა და დისტრიბუციისთვის. პროდუქციის ჩამონათვალი მოიცავს ფურცლოვან ფოლადს, ღობეებს, ზოლოვან ფოლადს, მილებს და მავთულებს, ასევე, დამხმარე ლითონის აღჭურვილობას, რომელიც გამოიყენება სამშენებლო კომპანიების მიერ.
წარმოების მოცულობის ზრდისა და საქართველოში სამშენებლო მასალებზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, კომპანიამ გადაწყვიტა, განახორციელოს ინვესტიცია ორი ახალი შენობის მშენებლობასა და ფოლადის დამუშავების ინოვაციური და გარემოსადმი მეგობრული აღჭურვილობის შეძენასა და დამონტაჟებაში. მოდერნიზებულმა საწარმოებმა გააუმჯობესა პერსონალის სამუშაო პირობები და გააძლიერა უსაფრთხოება და სამუშაო პროცესები მეტად ენერგოეფექტური გახადა.
ინვესტიცია დაფინანსდა EU4Business-EBRD-ს საკრედიტო ხაზის სესხით და საერთაშორისო ექსპერტების გუნდმა კომპანიას უფასო ტექნიკური დახმარება გაუწია ინვესტიციის ოპტიმიზაციის მიზნით. პროექტის წარმატებული ვერიფიკაციის შემდეგ, შპს კავკას მეტალმა დაიბრუნა სასესხო თანხის 15% გრანტის სახით, რომელიც დაფინანსდა ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფარგლებში.
ამ ინვესტიციის შედეგად, ამჟამად კომპანია აკმაყოფილებს ევროპული სტანდარტების ფართო სპექტრს, მათ შორის:
სესხის ოდენობა: | € 494,902 |
გრანტის თანხა: | € 74,235 |
ინვესტიცია | ორი ახალი საწარმოო შენობის მშენებლობა და თანამედროვე აღჭურვილობის შეძენა და დამონტაჟება. |
ევროკავშირის დირექტივებთან თანხვედრა | მუშათა ჯანმრთელობის და უსაფრთხოებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული რეგულაციები |
პირველადი ენერგოდანაზოგი: სათბურის აირების (GHG) შემცირება: | 918.93 MWh/y81.07 tCO2/y |