შპს “ბაკური”-ის მრავალფეროვანი ბიზნესსაქმიანობის ერთ–ერთი მიმართულებაა ელექტროენერგიის გამომუშავება ჰიდროელექტროსადგურში – „მაჭახელა”. აღნიშნული ჰიდროელექტროსადგური 31,497მ2 მიწის ნაკვეთზეა განთავსებული, საიდანაც 306.56 მ2 –ზე ჰიდროელექტროსადგურის შენობაა მოწყობილი, რომელიც კომპანიას 1995 წელს გადაეცა. კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციით საბჭოთა დროის ჰიდრავლიკური ტურბინები ჩანაცვლდა თანამედროვე ტურბინებით, რომლებსაც ტურბო დაბერვის, თვით–მართვადი გენერატორი და გაუმჯობესებული კორპუსი აქვს. ინვესტიცია ევროკავშირის EU4Business-EBRD –ის საკრედიტო ხაზის სესხით იქნა დაფინანსებული. დანადგარების განახლების შემდეგ, ტურბინისა და გენერატორის მაქსიმალური სიმძლავრემ 2,175 კილოვატს მიაღწია, ნაცვლად 2,025 კილოვატისა. ასევე გაუმჯობესდა ელექტროენერგიის წარმოების სტაბილურობაც. ჰიდროელექტროსადგურის ახალი კონსტრუქცია ხელს უშლის წყლის გაჟონვას და მის კონტაქტს საზეთ მასალებთან, რაც საგრძნობლად ამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას. შესაძლებელი გახდა ელექტროენერგიის წარმოებისათვის საჭირო წყლის რესურსების უფრო ეფექტური გამოყენება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება (ტექნიკური დახმარების აუცილებლობის და ხმაურისა და ვიბრაციის შემცირება). პროექტის გადამოწმების შემდეგ, კომპანიამ მიიღო სესხის თანხის 15%, როგორელიც ევროკავშირის სავალუტო ბიზნეს ინიციატივის ფარგლებში გრანტის სახით იქნა დაფინანსებული.
განხორციელებული ინვესტიცია:
ინვესტიციის მოცულობა:
• 2014 წლის 26 თებერვალს ევროსაბჭოს და პარლამენტის მიერ მიღებული დირექტივა 2014/35/EU ელექტრო მოწყობილობების განსაზღვრულ ვოლტაჟსა და დიზაინის ჰარმოზირებასთან დაკავშირებით წევრი ქვეყნებში.. • დირექტივა 2009/28/EC განახლებადი ენერგებიის წყაროების გამოყენების ხელშეწყობასთან დაკავშირებით რომელიც ცვლის და დამტებას წარმოეადგენს შემდეგი დირექტივებს: 2001/77/EC და 2003/30/EC.