შპს ავტოგზატექნიკა უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის გზების მშენებლობას საქართველოში

შპს ავტოგზატექნიკა დაარსდა 2017 წლის სექტემბერში, როგორც გზების მშენებლობისა და გზების რეაბილიტაციის მომსახურების მომწოდებელი კომპანია. საქართველოში გზების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაფართოების მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ელემენტია. რამდენადაც საქართველოში მრავალფეროვანი საქონლის სულ უფრო მეტი მწარმოებელი ახორციელებს ინვესტიციას იმისთვის, რომ მათი წარმოება შეესაბამებოდეს ევროკავშირის დირექტივებს და ცდილობს თავისი პროდუქციის ევროპის ბაზარზე გატანას, მათი დამოკიდებულება გამართულ სატრანსპორტო მარშრუტებზე უფრო და უფრო იზრდება. საგზაო ტრანსპორტირება საკმაოდ ხშირი არჩევანია. ამ ფონზე, კომპანია „ავტოგზატექნიკა“ მხარს უჭერს სატრანსპორტო სექტორს გზების მშენებლობითა და რეაბილიტაციით.

კომპანიამ შეიძინა აღჭურვილობა, მათ შორის მუხლუხა დამტვირთავი, მბრუნავი ტანდემური სატკეპნი და ავტომანქანები ტრანსპორტირებისთვის. ახალი აღჭურვილობა მოიხმარს ნაკლებ საწვავს, ვიდრე მოიხმარდა ძველი ტექნიკა, რომელიც გამოიყენებოდა გზების მშენებლობის პროცესებისთვის. გარდა ამისა, ახალი ტექნიკა გაცილებით კომფორტული და უსაფრთხოა ოპერატორებისთვის.

პროექტის ვერიფიკაციის პროცესის წარმატებული დასრულების შემდეგ, კომპანიამ დაიბრუნა სასესხო თანხის 15% გრანტის სახით, რომელიც დაფინანსდა ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფარგლებში.

ამ ინვესტიციის შედეგად, ამჟამად კომპანია აკმაყოფილებს ევროპული სტანდარტების ფართო სპექტრს, მათ შორის:

    • ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს რეგულაცია (EC) 661/2009 ავტომანქანების, მისაბმელების და სისტემების ზოგადი უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ;
    • დირექტივა 2006/42 / EC მანქანა-დანადგარების შესახებ, რომელსაც შესწორება შეაქვს დირექტივაში 95/16/EC
 

სესხის  ოდენობა

€ 1,011,753

გრანტის თანხა:

€ 151,763

ინვესტიცია

საგზაო სამშენებლო აღჭურვილობა

ევროკავშირის დირექტივებთან თანხვედრა

ევროკავშირის სტანდარტები ავტომანქანებისა და ავტოტექნიკის ზოგადი უსაფრთხოებისთვის

პირველადი ენერგოდანაზოგი სათბურის

აირების (GHG) შემცირება

567      MWh/წ

151         t CO2/წ

 
Cookie Consent with Real Cookie Banner