სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში, საქართველოს EBRD- ის პრეზიდენტი სერ სუმა ჩაკრაბარტი ეწვია. ვიზიტის განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა, რომლებიც საქართველოში EBRD-ის სამომავლო ჩართულობის გეგმების განხილვას დაეთმო.
ტურნეს ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში სტუმრებს პირველმა მოდის სახლმა – „მატერიამ“ უმასპინძლა. პროექტის გახსნის ცერემონიალს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, ბ–ნი იანოშ ჰერმანი შეუერთდა, რითაც მან EBRD-ისა და EU4Business-EBRD Credit Line -ის ერთობლივი საინვესტიციო პროექტის მხარდაჭერა გამოხატა.
მოდის სახლი „მატერია” 1949 წელს დაარსდა, რომელიც საქართველოში ტანსაცმლის ერთ-ერთი პირველი მწარმოებელი და გამყიდველია. ბოლო დრომდე კომპანიას იჯარით აღებულ, მოძველებულ შენობებში უწევდა მუშაობა, რომლებიც უსაფრთხო სამუშაო სტანდარტების დაცვისათვის ნაკლებად შესაფერისი იყო. EU4Business-EBRD Credit Line-ის საკრედიტო ხაზის ერთ-ერთმა პირველმა ბენეფიციარმა, კომპანიამ შენობა–ნაგებობები განაახლა, მანქანა–დანადგარებისა და ტექნიკის მოდერნიზება მოახდინა და ახლად აშენებულ ქარხანაში უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის სტანდარტების დაცვით უზრუნველყოფილი სამუშაო ადგილები შექმნა.
ვიზიტის ფარგლებში, „Rina Consulting S.p.A.” და „GFA Consulting Group GmbH” პროექტის კონსულტანტებმა სტუმრებს წარმატებით განხორციელებული პროექტისათვის აღებული EU4Business-EBRD Credit Line -ის საკრედიტო ხაზის მონაცემები და ციფრები გააცნეს. მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისათვის შექმნილი საკრედიტო და საკონსულტაციო პროგრამით უკვე დაფინანსებულია 47 პროექტი, დაახლოებით 25.6 მილიონი ევროს საერთო მოცულობით და ამჟამად განხილვის პროცესშია დამატებით 19 პროექტი, რომელთა დაფინანსების საერთო ღირებულება დაახლოებით 13.9 მილიონი ევროა.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ განაცხადა: „ფინანსების ხელმისაწვდომობა უაღრესად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, რადგან საშუალებას აძლევს მას, გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი, რაც ევროპის ბაზარზე შესვლას აადვილებს“.
საკრედიტო ხაზი (EU4Business-EBRD Credit Line) საშუალებას აძლევს ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, მარტივად აიღონ დაფინანსება, განაახლონ საწარმოო ხაზები, გააუმჯობესონ პროდუქტის ხარისხი და აიმაღლონ ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის პოტენციალი“.
ვიზიტს მოდის სახლის დირექტორი – ბ–ნი ლადო გიორგაძე მასპინძლობდა.
კომპანიის საოპერაციო სტრატეგიის მიხედვით, მოდის სახლი „მატერია“ წარმოებისათვის საჭირო ყველა კომპონენტს თავად აწარმოებს ყოველგვარი აუტსორსინგის გარეშე, რაც პროდუქციის შექმნის პროცესისა და პროდუქციის ხარისხის სრული კონტროლის საშუალებას იძლევა.
მოდის სახლი „მატერია“ ამაყობს იმით, რომ პროდუქციის წარმოებისათვის საჭირო ყველა კომპონენტი მათ მიერაა შექმნილი ადგილზე – თბილისში, საქართველოში.
დირექტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ „შიდა” სტრატეგიის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, წარმოების მაღალი შესაძლებლობებითა და მოტივირებული, მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალის არსებობის შემთხვევაში.
EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზით აღებული სესხით, გრანტითა და უფასო ტექნიკური დახმარებით კომპანიამ ზემოთ აღნიშნული სამივე საკითხი გადაჭრა, რის შედეგადაც მას საშუალება მიეცა, განეგრძო მუშაობა შემუშავებული საინვესტიციო გეგმის მიხედვით, რომელიც სრულად შეესაბამება კომპანიის სტრატეგიას.
ბატონი ლადო გიორგაძის განცხადებით, „გარდა საგრძნობი ფინანსური სარგებლისა, რომელიც სესხისა და გრანტის კომბინირებით იქნა მიღებული, ძალიან მნიშვნელოვანი იყო EU4business- EBRD–ის საკრედიტო ხაზის ინჟინრების მიერ გაწეული ტექნიკური მხარდაჭერა. მათი კონსულტაციების დახმარებით შევძელით პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესება. ახალმა შენობამ და საწარმოო ხაზმა გააძლიერა ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტები, რამაც დიდი გავლენა მოახდინა მათ მოტივაციაზე, შრომის კულტურის ამაღლებაზე და ჩვენ მომავალშიც ვგეგმავთ გუნდის განვითარებას. გაერთიანებული ძალისხმევა ევროპის ბაზარზე დამკვიდრებაში დაგვეხმარება“.
მოდის სახლ „მატერიაში“ ვიზიტის დროს EBRD-ის პრეზიდენტის, სერ სუმა ჩაკრაბარტისა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის ერთობლივი ინტერვიუც ჩატარდა. პრესკონფერენციის დროს ხაზი გაესვა EBRD-ისა და ევროკავშირის მუდმივი მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს განვითარებისათვის.
EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზი ევროკავშირისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საჭირო ინვესტიციების დაფინანსებისთვისაა შემუშავებული. პროგრამა საშუალებას აძლევს ქართველ ბიზნესმენებს, ისარგებლონ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული ღრმა და ყოვლისმომცველი შესაძლებლობებით.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პარტნიორი ბანკების (საქართველოს ბანკი და თიბისი ბანკი) მიერ უზრუნველყოფილი სესხების, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტებისა და უფასო ტექნიკური მხარდაჭერის ერთობლიობა საშუალებას აძლევს საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, ადვილად შეიტანონ საკუთარი პროდუქცია და სერვისები ევროპის ქვეყნების ბაზრებზე, ასევე საფუძველს უყრის ვაჭრობასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემდგომი რეფორმების გზას, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ჰიგიენური სტანდარტები და სამრეწველო პროდუქციის წარმოების რეგულაციების დაახლოება, რაც არა მარტო ხელს შეუწყობს ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციისა და მომსახურების ხელმისაწვდომობას, არამედ საქართველოს მომხმარებელთა უსაფრთხოების დონის გაზრდასაც უზრუნველყოფს.