სს BioChimPharm (BCP) არის საქართველოში 1999 წელს დაფუძნებული ბიოტექნოლოგიური მცირე/საშუალო საწარმო, რომელიც დაკავებულია ანტიბიოტიკების ალტერნატივის კვლევა-განვითარებით, წარმოებითა და მარკეტინგით, რაც ხელს უწყობს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის მსოფლიო ტენდენციის წინააღმდეგ ბრძოლას. ინოვაციური პროდუქტების განვითარებისთვის კომპანია იყენებს ბაქტერიოფაგებს, რომლებიც ბაქტერიების ბუნებრივი მტრები არიან. კომპანია ფლობს უნიკალურ ტექნოლოგიურ ნოუ-ჰაუს და 80 წელზე მეტი ხნის დაგროვილ გამოცდილებას კვლევების და ანტიბიოტიკების ალტერნატივის წარმოებაში. BCP არის ISO 9001 სერტიფიცირებული, ჰყავს 45 თანამშრომელი, აწარმოებს 12 რეგისტრირებულ პროდუქტს და ფლობს ორ საერთაშორისო პატენტს. კომპანია ახორციელებს პროდუქციის ექსპორტს რვა ქვეყანაში და არის სრულად ავტორიზებული ფარმაცევტული მწარმოებელი.
EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზით დაფინანსებული ორი ინვესტიციით კომპანიამ განაახლა ლაბორატორიები და ასევე დაამონტაჟა ფლაკონების რეცხვის, სტერილიზაციის, შევსების და დალუქვის ინტეგრირებული ხაზი, რომელიც აკმაყოფილებს უმაღლეს სტანდარტებს. კომბინირებული ინვესტიციები უზრუნველყოფს თანამშრომელთა ჯანმრთელობის და უსაფრთხოების გაუმჯობესებას, ნარჩენებისა და ჩამდინარე წყლების შემცირებას, რომელიც ჩვეულებრივ წარმოიქმნება წარმოების პროცესში, ასევე ენერგიის დაზოგვას და ნახშირბადის ემისიების შემცირებას. ინვესტიციების შედეგად მიღებული გაზრდილი სიმძლავრე და გაუმჯობესებული ხარისხის სტანდარტები საშუალებას აძლევს კომპანიას, დაიქირაოს დამატებითი თანამშრომლები და გააფართოოს საექსპორტო საქმიანობა ევროკავშირის ქვეყნებში.
გარდა ამისა, ამ პროექტის წარმატებით განხორციელების და ვერიფიკაციის შემდეგ, კომპანიამ მიიღო სესხის ღირებულების 15% გრანტის წახალისების სახით, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის EU4Business ინიციატივით.
პროექტის განხორციელებით კომპანია ამჟამად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს, მათ შორის:
სესხის ოდენობა | € 2,583,323 |
გრანტის თანხა | € 387,498 |
ინცესტიცია | ლაბორატორიული აღჭურვილობის კომპლექსური ნაკრები ROTA K-120/F ფლაკონის გარეცხვის, სტერილიზაციის, შევსების და დალუქვის ინტეგრირებული ხაზი |
ევრო დირექტივები | დირექტივები საწარმოო დანადგარების, ფტორირებული სათბურის გაზების, სამედიცინო პროდუქტებისა და OHS-ის შესახებ |
ენერგიის დაზოგვა და სათბურის გაზების ემისიის შემცირება | 762.30 MWh/y 111.9 tCO2/y |